დავით სერგეენკო - რაც დრო გადის, უფრო ნაკლები ალბათობაა, რომ გრიპის ვირუსმა პიკს მიაღწიოს

რაც დრო გადის, უფრო ნაკლები ალბათობაა, რომ გრიპის ვირუსმა პიკს მიაღწიოს, - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გრიპის ვირუსის შესაძლო მეორე ტალღასთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსის“ მიერ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა. მინისტრის თქმით, მცირე პიკი თებერვლის ბოლოსაც იყო მოსალოდნელი, თუმცა თვემ „მშვიდობიანად“ ჩაიარა.

„ავადობის მაჩვენებელი უკვე სეზონურ ფონზე ჩამოვიდა, ანუ დიდი რისკები გადავლილია. მეორე პიკის ძალიან მცირე ალბათობაა. ალბათობა ალბათ არსებობს, რადგან ჩვენ 3-4 კვირიანი ფაზით ევროპაში ავადობას ვასწრებთ. ჩვენთან უფრო ადრე დაიწყო, იქ უფრო გვიან და ამ მიმოსვლის გამო, თეორიულად შესაძლებელია. თებერვლის ბოლოსაც ვარაუდობდნენ პატარა პიკს, თუმცა მშვიდობიანად გადავიარეთ. რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო ნაკლები ალბათობაა, რომ პიკს მიაღწიოს“, - განაცხადა მინისტრმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა