ბიზნეს სექტორი EBRD-ის ახალ პროექტს - Trade Ready გაეცნო

ქართული კომპანიების წინაშე მდგარი ორი ძირითადი გამოწვევის - ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებაზე, საპასუხოდ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ახალი პროექტი Trade Ready შეიმუშავა.

დამსაქმებელთა ასოციაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის მიზნების, მასში ჩართულობის შესაძლებლობებისა და ბენეფიციარების სარგებლის შესახებ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ და პარტნიორ კომპანიებს ინფორმაცია ევრობანკის მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებისა და განვითარების გუნდის ხელმძღვანელმა სევერიან ღვინეფაძემ და ევრობანკის Trade Ready წარმომადგენელი საქართველოში ქეთი სიდამონიძე გააცნეს.

„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია მრავალი წელია EBRD-თან თანამშრომლობს იმ მიზნით, რომ წევრი კომპანიები აქტიურად ჩაერთნენ მათ მიერ გახორციელებულ პროექტებში. აღნიშნულ შეხვედრაზე გაჟღერებული ინიციატივა ჩვენ წევრ საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს საშუალებას მისცემს, მიიღონ ვაჭრობის დაფინანსება და ბიზნეს კონსულტაციები. დამსაქმებელთა ასოციაცია წევრ კომპანიებს დაეხმარება, რომ გამოიყენონ აღნიშნული შესაძლებლობა პროექტში ჩართვის გზით“, - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე.

შეხვედრა, რომელსაც 60-მდე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი და EBRD-ის პარტნიორი ბანკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა