ნინო ლომჯარია - მზად ვარ, მამუკა ხაზარაძეს შევხვდე - ის არის პირი, რომლის მიმართ გამოძიება მაღალი თანამდებობის პირების კრიტიკული შეფასებების შემდეგ დაიწყო

მზად ვარ, მამუკა ხაზარაძეს შევხვდე. მიმაჩნია, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი შემთხვევა. რეალურად, ამ პირის მიმართ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც მაღალი თანამდებობის პოლიტიკურმა პირებმა გააკეთეს ძალიან მწვავე და კრიტიკული შეფასებები მის მიმართ, - აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

"მქონდა ბატონ ხაზარაძესთან კომუნიკაცია. მან გამოხატა ჩემთან შეხვედრის სურვილი, თუმცა დღეის მდგომარეობით ეს შეხვედრა არ შემდგარა. ველოდები შეთავაზებას, როდის იქნება მზად შესახვედრად. საქმეს არ ვიცნობ, თუმცა ამ შეხვედრის შემდეგ, თუ იქნება ისეთი გარემოება, სადაც ჩვენ შეგვიძლია ჩავერთოთ, როგორც ოფისი და გავუწიოთ მას დახმარება… მიმაჩნია, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი შემთხვევა. რეალურად, ამ პირის მიმართ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც მაღალი თანამდებობის პოლიტიკურმა პირებმა გააკეთეს ძალიან მწვავე და კრიტიკული შეფასებები მისი მიმართ, ამიტომ ეს საქმე უნდა მოექცეს სახალხო დამცველის ყურადღების ქვეშ",- განაცხადა ლომჯარიამ.

იხილეთ ვიდეო:

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი