ნინო ლომჯარია ეუთო-ს ანგარიშზე - ძალიან კრიტიკული შეფასებები იყო - ასეთი დასკვნები მნიშვნელოვნად აზარალებს ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხს

ეუთო-ს კვლევა საკმაოდ კრიტიკული იყო. სამწუხაროა, რომ საერთაშორისო დამკვირებლები კვლავ საუბრობენ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის სავარუდო მოსყიდვის შემთხვევები და ა.შ, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, ეუთო-ს ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ეუთო-ს საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდა, რომელშიც ორგანიზაცია რეკომენდაციებს აფიქსირებს.

ომბუდსმენის თქმით, ასეთი დასკვნები ძალიან მნიშვნელოვნად აზარალებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის შეფასებას.

"არ მქონდა შესაძლებლობა, რომ სრულად გავცნობოდი ამ ანგარიშს, თუმცა ძირითად დასკვნებს გავეცანი რაც მედიასაშუალებით გავრცელდა. რაც საყურადღებოა ის, რომ ძალიან კრიტიკული შეფასებები იყო. სამწუხაროა, რომ ეს რეკომენდაციები რაც გვეგონა რომ წლების წინ კეთდებოდ და თითქოს გარკევეული პერიოდის გასვლის შემდეგ აღარ უნდა ყოფილიყო აქტუალური ქართული არჩევნებისთვის, სამწუხაროდ, კვლავ დაბრუნდა ამ ანგარიშში. სამწუხაროა, რომ კვლავ საუბრობენ საერთაშორისო დამკვირვებლები ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის სავარუდო მოსყიდვის შემთხვევები და ხელისუფლების ასე ვთქვათ რესურსის მონაწილეობა კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ. ასეთი დასკვნები ძალიან მნიშვნელოვნად აზარალებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის შეფასებას და ვფიქრობ, რომ ნამდვილად უნდა გაითვალისწინოს ეს საკითხები ხელისუფლებამ სამომავლო არჩევნების განმავლობაში",- განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, მარტში ომბუდსმენის აპარატი პარლამენტში 2018 წლის ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ისაუბრებს.

„რაც შეეხება სახალხო დამცველის პოზიციას, ჩვენ ძალიან მალე გვექნება 2018 წლის ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი წარდგენილი პარლამენტისთვის მარტის თვეში, სადაც ძალიან ვრცლად და დეტალურად შევეხებით არჩევნების მიმდინარეობას და ასევე შევაფასებთ ყველა იმ აქტუალურ საკითხს, რაც ჩვენი აზრით იყო პრობლემატური არჩევნების მიმდინარეობისას",-განაცხადა ლომჯარიამ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს