ნინო ლომჯარია - ქუჩაში მცხოვრები არასრულწლოვნები არის სერიოზული პრობლემა და გამოწვევა სახელმწიფოსთვის

ქუჩაში მცხოვრები არასრულწლოვნები არის ძალიან სერიოზული პრობლემა და გამოწვევა სახელმწიფოსთვის, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, ქუჩაში მცხოვრები ბავშვების ცხოვრების პირობების შესახებ საუბრისას განაცხადა.

“ქუჩაში მცხოვრები არასრულწლოვნები არის ძალიან სერიოზული პრობლემა და გამოწვევა სახელმწიფოსთვის. არ არსებობს შესაბამისი სერვისები სახელმწიფოში, რომელიც შესაბამის მომსახურებას გაუწევდა ამ ბავშვებს ან დაიცავდა მათ იმისგან, რომ არ მოუწიოთ ქუჩაში ყოფნა. ეს არის სერიოზული გამოწვევა ქვეყნისთვის და ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორედ სოციალური სამსახურის განვითარებით და შესაბამისი სერვისების შექმნით უფრო მეტი დაფინანსებით და ყურადღების მიქცევით შეიძლება მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება.

რაც შეეხება კითხვას, როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო მათ მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის საკითხზე, ლომჯარია აცხადებს, რომ მათ მიმართ შესაბამისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ვერ იქნება გამოყენებული.

„რა თქმა უნდა, არასრულწლოვნების მიმართ არსებობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და მათ მიმართ შესაბამისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ვერ გამოვიყენებთ შესაბამის ასაკამდე, ამიტომ, სხვა ტიპის რეაგირება არის სახელმწიფოს მხრიდან საჭირო“,- აღნიშნა ლომჯარიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა