კახა კუჭავა - კანონმდებლობით სავალდებულოა მუნიციპალიტეტებს ნარჩენების მართვის შესაბამისი გეგმები ჰქონდეთ

კანონმდებლობით სავალდებულოა მუნიციპალიტეტებს ნარჩენების მართვის შესაბამისი გეგმები ჰქონდეთ, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„თემატური მოკვლევა დავიწყეთ მუნიციპალურ ნარჩენებზე, რომელსაც ჩვენ ნარჩენების მართვის კუთხით მუნიციპალიტეტებში ვაწყდებით. ძალიან მნიშვნელოვანი წელი გვაქვს ამ მიმართულებით, რადგანაც კანონმდებლობით სავალდებულოა მუნიციპალიტეტებს ნარჩენების მართვის შესაბამისი გეგმები ჰქონდეთ. დღევანდელი დღის მიზანი არის მოვისმინოთ არასამთავრობოთა წარმომადგენლების პოზიციები, რომლებიც დააფიქსირეს ამ თემატური მოკვლევის ფარგლებში რა პრობლემებს ხედავენ, რაზეა ყურადღება გასამახვილებელი. ჩვენც დავუსვამთ დამაზუსტებელ კითხვებს და შემდეგ გვექნება შესაბამისი უწყებების მოსმენა, ვისაც ჩავთვლით საჭიროდ, რომ ამ კითხვებზე გაგვცეს პასუხი და მოვამზადებთ რეკომენდაციებს.

წლის ბოლოს ეს კანონი ამოქმედდება ყველასთვის და საჭიროა, რომ თუ რომელიმე მუნიციპალიტეტი არ არის მზად, წინასწარ მივიღოთ ზომები“, - განაცხადა კუჭავამ.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ზეპირ მოსმენას მართავს მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს