პროფკავშირების ინფორმაციით, „თბილავიამშენში“ გაფიცვა დასრულდა და ადმინისტრაცია დასაქმებულებს ხელფასებს გაუზრდის

პროფკავშირების ინფორმაციით, „თბილავიამშენში“ გაფიცვა დასრულდა და ადმინისტრაცია დასაქმებულებს ხელფასებს გაუზრდის.

„პროფკავშირების ძალისხმევით დავა დასაქმებულთა სასარგებლოდ დასრულდა. ადმინისტრაცია ყველა დასაქმებულს ხელფასს გაუზრდის და საპრემიო სისტემასაც შემოიღებს. ყოველთვიური სახელფასო ბიუჯეტი 87 000 ლარს შეადგენდა. კომპანიის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება - გამოყოს კიდევ 410 000 ლარი, რომელიც მთელ წელზე განაწილდება და სწორედ ზემოაღნიშნულ საჭიროებებს მოხმარდება“,- ნათქვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ „თბილავიამშენის“ თანამშრომლებმა 2 დღის წინ აქცია გამართეს. როგორც ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ავიაინჟინერმა ოთარ ბახტაძემ განუცხადა, ისინი ხელფასების მატებას და პრემიალური სისტემის შემოღებას ითხოვდნენ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა