"პალიტრა მედიის“ ჟურნალ "გზის" კორესპონდენტის შორენა ლაბაძის ნამუშევარი ,,ოჯახზე მორგებული გარემო" საუკეთესო სტატიად დასახელდა

"პალიტრა მედია ჰოლდინგის" ჟურნალ "გზის" კორესპონდენტის შორენა ლაბაძის ნამუშევარი ,,ოჯახზე მორგებული გარემო" 14 ჟურნალისტის მიერ წარმოდგენილ 16 ნამუშევარში საუკეთესო სტატიად დასახელდა. მწერალთა სახლში დღეს ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები დაასახელეს.

მედია კონკურსის - "ჟურნალისტები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის" ორგანიზატორი „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ იყო, რომელიც ევროკავშირისა და "კონრად ადენაუერის ფონდის" მხარდაჭერით პროექტს - "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივას" ახორციელებს. მედია კონკურსის მიზანი შეკრებილ საზოგადოებას ზემოთ აღნიშნული ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ურუშაძემ გააცნო. პროექტისა და კონკურსის შესახებ ასევე კონრად ადენაუერის ფონდის" წარმომადგენელმა ქრისტინა ბელმანმა და სხვა პირებმა ისაუბრეს. ითქვა, რომ მედია კონკურსი წელს პირველად ჩატარდა და იგი ყოველწლიურად გაიმართება. წელს კი 28 ჟურნალისტი 40 სხვადასხვა ნამუშევრით 5 კატეგორიაში იყო წარმოდგენილი.

გამარჯვებულებს ფულადი პრიზი 2 ათასი ლარი გადაეცათ. სტატიის კატეგორიაში "გზის" ჟურნალისტის შორენა ლაბაძის სტატია საუკეთესოდ დასახელდა. მან მოიპოვა უფლება, მაისში ვენაში ბეჭდური მედიისთვის გამართულ დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღოს მონაწილეობა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა