ალეკო ელისაშვილი - დღეს ხალხის ხმა პარლამენტში არ ისმის

მესამე ძალა არის ხალხი, - ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას განაცხადა.

ალეკო ელისაშვილმა მოქალაქეებს სამოქალაქო აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათ ნაცვლად სხვა ვერ და არ მოაგვარებს არსებულ პრობლემებს. მისივე თქმით, დღეს ხალხის ხმა პარლამენტში არ ისმის. ამასთან, ელისაშვილმა საპენსიო ფონდი და მისი ხელმძღვანელიც გააკრიტიკა.

„ჩვენ თუ არ ვისწავლეთ ჩვენი უფლებებისთვის უკეთესი სივრცისთვის ბრძოლა, არავინ არაფერს გვაჩუქებს. საპენსიო სააგენტო რომ არსებობს, ეს მუქთახორების დაწესებულება, სადაც 15 ათას ლარს იღებს კაცი, ანუ იმდენივეს, რამდენსაც 70 პენსიონერი ერთად. ეს უნდა გავაჩეროთ.

ვის მივანდო ფული, ახალ ვანო ჩხარტიშვილს? როგორც ჩხარტიშვილმა ბებია და ბაბუა გამიუბედურა და შეჭამა ის ანაბრები, ისე შეჭამს ახლა ეს სურგულაძე ამ ფულს. მიდი მერე და მოკითხე. გადაიკიდებს იმ ფულს და გავარდება კანარის კუნძულებზე. როგორც ვანო ჩხარტიშვილია დღეს ქველმოქმედი და ხალხური სიმღერის ქომაგი. იმღერებს აბა რა, გაქსუებულია და მოიპარა ასეულობით მილიონი. ახლა წავა ეს სურგულაძეც და იმღერებს ისიც. სამოქალაქო აქტივობა თავად მოქალაქეებმა უნდა დაიწყონ და იბრძოლონ საკუთარი უფლებების დასაცავად. ახლა ერთ მილიონ ლარს იმატებენ იმისთვის, რომ სარეკლამო კამპანია უნდა გავმართოთო. შესაბამისად, როდესაც რაღაც აქცია და პროტესტია, ერთად გამოვხატოთ.

ბესელია და ზარდიაშვილი კი არ არის რეალური პრობლემა, ესაა ცუდი ჰაერი, ტრანსპორტი, ნისიები, უფულობა და უმუშევრობაა. ამაზე ვისაუბროთ ჩვენ. ამაზე პარლამენტში არ საუბრობენ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს