ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარი ბელარუსის შესაძლო საერთაშორისო იზოლაციის გამო თქვა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარი თქვა ბელარუსის შესაძლო საერთაშორისო იზოლაციის გამო.

„მზად ვიყავი ხელი მომეწერა აფხაზეთის აღიარების განკარგულებაზე. რუსებს ასე ვუთხარი. მაგრამ რა მოხდებოდა შემდეგ? ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ხავიერ სოლანა ჩამოვიდა ჩემთან. ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. მან მითხრა: „თუ აფხაზეთს აღიარებთ, საბანკო სისტემიდან გაგთიშავთ, სრულ იზოლაციაში მოექცევით და ა.შ.“. მან პირდაპირ და გულწრფელად მითხრა ყველაფერი“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, ამის შემდეგ ის რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს შეხვდა და მასთან საუბარში ამ თემას შეეხო, თუმცა დიმიტრი მედვედევი მზად არ აღმოჩნდა ამ თემაზე საუბრისთვის.

იხილეთ ვიდეო: ალექსანდრე ლუკაშენკო აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარის თქმის მიზეზებს განმარტავს

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს