მეუფე იაკობი დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილზე - ეს არის ჩვეულებრივი აგათა კრისტი - სასულიერო პირი არ უნდა იხვეწებოდეს, ციხიდან გამიშვითო

შეშინებული კაცია ციხეში, სასულიერო პირი არ უნდა იხვეწებოდეს, ციხიდან გამიშვითო, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა.

პატრიარქის ქორეპისკოპოსმა დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ ციხიდან დაწერილ წერილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასში არანაირი კონკრეტული ფაქტები არ არის ნახსენები.

„თუ ვინმე ამბობს, რომ არ იცის, რა წერია დეკანოზ მამალაძის წერილში, იტყუებიან. როდესაც ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა ეს წერილი წაგვიკითხა, იქვე დაიბადა აზრი, რომ ასეთი ადამიანი არ შეიძლება, სასულიერო პირი იყოს. ერთია, რომ რაღაცას წერ - მახარებელი ხომ არ არის, რომ რასაც წერს, ყველაფერი დაიჯერო. ხომ უნდა დაამტკიცო, რასაც წერ? არაფერი ისეთი წერილში არ წერია, შანტაჟია ჩვეულებრივი - თუ არ გამომიშვებენ, რაღაცები მაქვს და გამოვაქვეყნებო, გამოაქვეყნოს, რაც უნდა. კონკრეტული ფაქტები იქ არ არის, ზოგადად ლაპარაკობს კორუფციაზე. არანაირი ფაქტები წერილში არ ყოფილა - ეს არის ჩვეულებრივი აგათა კრისტი. მართლა რომ სერიოზული კომპრომატები იყოს, აქამდე ხომ გამოიყენებდა? რომელ კომპრომატზეა ლაპარაკი? შეშინებული კაცია ციხეში, სასულიერო პირი არ უნდა იხვეწებოდეს, ციხიდან გამიშვითო. ტყუილად რომ იყოს დაჭერილი და მოწამე იყოს, როგორც მას ზოგიერთი სასულიერო პირი უწოდებს - თუ მოწამეა და აღმსარებელი, მაგ ჯვარს ტოვებს და გარბის იქიდან? თუ შენდობას ითხოვს, მაშინ ჩვენ გაგებით მოვეკიდებით, მაგრამ თუ ასე მუქარით ილაპარაკა - გამოაქვეყნოს“, - განაცხადა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა.

მისივე თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხი პრეზიდენტის გადასაწყვეტია.

„თუ შეიწყალებს, არავის აქვს უფლება თქვას, რატომ შეიწყალაო. ეს პრეზიდენტის დისკრეციაა. არ ვარ ის ადამიანი, ვისაც რომელიმე ადამიანის, თუნდაც მამა გიორგის ციხეში ყოფნა უნდოდეს“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

იხილეთ ვიდეო: ეს არის ჩვეულებრივი აგათა კრისტი, სასულიერო პირი არ უნდა იხვეწებოდეს, ციხიდან გამიშვითო - მეუფე იაკობი დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილზე

მარკო მიკელსონი - საქართველომ ყურადღების მოსაპოვებლად უნდა იბრძოლოს - პატარა ქვეყნები იმაზე დიდები უნდა ვიყოთ, ვიდრე ფიზიკურად ვართ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.02.2020
ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში