დავით ზალკალიანი 3-4 მარტს ვიზიტით რუმინეთს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 3-4 მარტს ვიზიტით რუმინეთს ეწვევა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, 4 მარტს, ბუქარესტში, გაიმართება საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანის და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განიხილება შავი ზღვა-კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების პერპსექტივები.

მინისტრების შეხვედრაზე ხელი მოეწერება ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც დაფიქსირდება აღნიშნული ქვეყნების პოლიტიკური ნება რეგიონში ახალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარების თაობაზე.

ბუქარესტში დავით ზალკალიანი ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს თავის რუმინელ და თურქმენ კოლეგებთან. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუმინეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.​

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა