ესტონეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება

ესტონეთში საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას არჩევნების ორგანიზების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 09:00 საათზე გაიხსნა. სულ ქვეყნის მასშტაბით 451 საარჩევნო უბანია გახსნილი. არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დასრულდება.

არჩევნებში 10 პარტია და 15 დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს. სულ არჩევნებზე ჯამში 1099 კანდიდატია წარდგენილი. ესტონეთის პარლამენტი 101 წევრისგან შედგება. აქამდე კი ამომრჩევლების 39.3%-მა თავისი ხმა ელექტრონული საშუალებით მისცა.

გამოკითხვების შედეგების თანახმად, საპარლამენტო არჩევნების ფავორიტები არიან მმართველი „ცენტრისტული პარტია“ და ოპოზიციური „რეფორმების პარტია“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა