მომხმარებელს სახლის დაზღვევა „სილქ ტვ“-დან შეეძლება

„თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს დაზღვევის შეძენის ახალ კომფორტულ გზას სთავაზობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკის“ პრესსამსახურიდან აცნობეს, „სილქნეტთან“ პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებელს სახლის დაზღვევა უკვე პირდაპირ „სილქ ტვ“-დან შეეძლება.

„დაზღვევის გააქტიურება „სილქ ტვ“-ის აბონენტებს ტელევიზორის მენიუში, აპლიკაციების ველიდან შეეძლებათ. აპლიკაციის ველში შესვლისთანავე მომხმარებელი აირჩევს ღილაკს სილქ დაზღვევა, რის შემდეგაც მას სილქნეტის ოპერატორი დაუკავშირდება და დაზღვევის დეტალებს გააცნობს.

სილქ დაზღვევა, ქონების შემდეგი რისკებისგან დაზღვევას ითვალისწინებს: მეზობლისგან შემოსული წყლით ქონების დაზიანება ან განადგურება; კანალიზაციის, წყალგაყვანილობის, და გათბობის სისტემების მწყობრიდან გამოსვლა; ხანძარი; აფეთქება; სტიქიური მოვლენების შედეგად, ფასადის შუშის დაზიანება.

სილქ დაზღვევის შეძენა ასევე შესაძლებელი იქნება სილქნეტის ქოლცენტრის საშუალებით“, - ნათქვამია „თიბისი ბანკის“ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია