პროკურატურა ადასტურებს, რომ „თიბისი ბანკის“ საქმეზე, შესაძლოა, ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე გამოიკითხოს

გენერალური პროკურატურა ადასტურებს, რომ „თიბისი ბანკის“ საქმეზე, შესაძლოა, ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე გამოიკითხოს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას პროკურატურაში განუცხადეს, ზუსტი თარიღი, როდის მოხდება ამა თუ იმ პირის პროკურატურაში მისვლა, ჯერჯერობით უცნობია.

„გამოიკითხება ყველა ის პირი, ვინც საქმესთან შემხებლობაშია. რაც შეეხება დროს და თარიღს, ამის შესახებ პროკურატურა დამატებით აცნობებს საზოგადოებას“, - აცხადებენ პროკურატურაში.

თავის მხრივ, „თიბისიში“ აცხადებენ, რომ ვახტანგ ბუცხრიკიძის გამოკითხვაზე დაბარების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ აქვთ.

გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურა „თიბისი ბანკის“ საქმეზე ვახტანგ ბუცხრიკიძის გამოკითხვას გეგმავს, რომელიც შესაძლოა, საგამოძიებო უწყებაში მიმდინარე კვირას დაიბარონ .

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი