სოფო კილაძე - ისეთ თამაშებს, როგორიც არის ე.წ. ლურჯი ვეშაპი, რამაც არაერთი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა, სჭირდება შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა

ისეთ თამაშებს, როგორიც არის მაგალითად ე.წ.ლურჯი ვეშაპი, რამაც არაერთი ბავშვის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იმსხვერპლა, სჭირდება შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.

„პრობლემატურია ღამის საცეკვაო კლუბებში ბავშვების ჩართულობა, სადაც ხდება მათი ჩართვა ნარკოტიკების მოხმარებაში, პროსტიტუციაში და ა.შ. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი საზრუნავი. ამას სახელმწიფომ აუცილებლად უნდა მიხედოს. მავნე ზეგავლენა, რომელიც მოდის ინტერნეტიდან, ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. აქაც არის მთელი რიგი საკითხები გათვალისწინებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის საფრთხეები, რომლებიც მოდის ინტერნეტიდან ძალადობის, უხამსობის შემცველი შინაარსი, ასევე საშინელი თამაშები, რაც არის „ლურჯი ვეშაპი“ და ა.შ. რამაც არაერთი ბავშვის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იმსხვერპლა, ამასაც სჭირდება შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა და ამაზე არის საუბარი კოდექსში“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ განხილვა მიმდინარეობს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს