სულხან სალაძე „თიბისი ბანკზე“ - ეს არის საქმე, სადაც კიდევ ერთი ტესტი უნდა ჩააბაროს პროკურატურამ

ყველა კრიტიკულად მნიშვნელოვან, პოლიტიკური მგრძნობელობის მქონე საქმეებზე როგორც წესი ჩვენ პროკურატურას განსაკუთრებით ვაკვირდებით, ასე იყო „დეკანოზ მამალაძის საქმეში“, ასე იყო „კაბელების საქმეში“, ასეა „თიბისი ბანკის“ საქმეში. ეს არის საქმე, სადაც კიდევ ერთი ტესტი უნდა ჩააბაროს პროკურატურამ. სამწუხაროდ, ჩემს მიერ დასახელებულ წინა საქმეებზე პროკურატურას ტესტი დამოუკიდებლობაზე ნამდვილად არ ჩაუბარებია, - ასე აფასებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე „თიბისი ბანკის“ საქმეზე პროკურატურაში რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას.

მისი თქმით, პროკურატურას აღნიშნული ბრიფინგით რეზონანსულ საქმეზე მოსახლეობისთვის ახალი არაფერი უთქვამს და პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადება მხოლოდ შეხსენება იყო საზოგადოებისთვის, რომ მოსახლეობას ამ თემაზე ესმჯელა და არ ყოფილიყო დღის წესრიგიდან მოხსნილი.

„მე არ ვიცი, რითი ზომავს საზოგადოების ინტერესს საქართველოს პროკურატურა, თუმცა ფაქტია ერთი რამ, რომ იმ ბრიფინგზე რამე ახალი და განსაკუთრებული პროკურატურას ნამდვილად არ უთქვამს საზოგადოებისთვის. მაგალითად: ორი მნიშვნელოვანი თემა რჩება დღის წესრიგში - რატომ ჩაატარა ეს ბრიფინგი, რა უთხრა ამით ახალი საზოგადოებას?! ამ ორი კითხვის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ბრიფინგი არ იყო რაიმე განსაკუთრებული სიახლე, ალბათ მაინც იყო საზოგადოებისთვის შეხსენება იმის, რომ ეს საქმე კვლავ წარმოებაშია. ეს იყო ერთგვარი შეტყობინება, რომ საზოგადოებას ამ თემაზე ემსჯელა და ეს თემა არ ყოფილიყო დღის წესრიგიდან მოხსნილი. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი სწორედ პროკურატურას ეკუთვნის და არა ბანკს და არა კონკრეტულ პირებს, ჩაიდინეს თუ არა მათ ეს დანაშაული წლების წინ.

მთავარია ჩვენ მივხვდეთ, როგორ მუშაობს პროკურატურა, არის თუ არა დამოუკიდებელი ის ამ პროცესში, ხელმძღვანელობს კანონის მოთხოვნებით თუ ექვემდებარება ვინმე კონკრეტული პირების, ან ჯგუფის მოთხოვნებს. ამას ძალიან მალე ვნახავთ და გამოჩნდება პროცესში. მინდა გითხრათ ისიც, რომ ის ბრიფინგი, რომელიც პროკურატურამ გამართა, ნამდვილად არ ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ საზოგადოებაში გამყარებულიყო მოსაზრება, რომ პროკურატურა დამოუკიდებელი მოთამაშეა ამ პროცესში“, - განაცხადა სულხან სალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა