სოფო კილაძის განმარტებით, „ბავშვის უფლებათა კოდექსში“ საფრთხეების იდენტიფიცირებაზე, ცხელი ხაზის საკითხის გათვალისწინება მოხდება

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, „ბავშვის უფლებათა კოდექსში“ საფრთხეების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით, ცხელი ხაზის საკითხის გათვალისწინება მოხდება. ამის შესახებ სოფო კილაძემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, სადაც „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ განხილვა მიმდინარეობს.

კოდექსის პრეზენტაციის შემდეგ სოფო კილაძეს დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ შეკითხვით, მიმართა, ინტერნეტში საფრთხეების იდენტიფიცირებისთვის როგორ ხედავს ცხელი ხაზის ამოქმედების საკითხს.

„ცხელ ხაზთან დაკავშირებით დაგეთანხმებით. მგონი, ძალიან კარგი იდეაა და ამას პრინციპების დონეზე შევიტანთ, ამაზე შეგვიძლია, ერთობლივად ვიმუშაოთ“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს