სოფო კილაძის განცხადებით, ის ტელევიზიები, რომლებიც სექსუალური ხასიათის, ნარკოტიკებთან, ან ალკოჰოლთან დაკავშირებულ მასალას შესაბამისი ნიშანდების გარეშე გაუშვებენ, დაჯარიმდებიან

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, ის ტელევიზიები, რომლებიც სექსუალური ხასიათის, ნარკოტიკებთან ან ალკოჰოლთან დაკავშირებულ მასალას შესაბამისი ნიშანდებისა და კანონით განსაზღვრული დროის დაცვის გარეშე გაუშვებენ, დაჯარიმდებიან. ამის შესახებ სოფო კილაძემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, სადაც „ბავშვის უფლებათა კოდექსს“ განიხილავენ.

სოფო კილაძის განცხადებით, ნიშანდებასთან დაკავშირებით კოდექსში საუბარია 7, 12, 15 და 18 წლამდე ასაკის პირებზე.

„ვფიქრობ, რომ „მაუწყებლობის შესახებ კანონი“ არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. აქ საუბარია „ბავშვის კოდექსიდან“ გამომდინარე ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ნიშანდების შემოტანა. ტელევიზიებთან ახალი ინსტიტუტი, ახალი სეგმენტი შემოდის - ნიშანდება და საეთერო დროები. აქ არის საუბარი 18, 15, 12 და 7 წლამდე ასაკის პირებზე. ყველას აქვს თავისი ნიშანდება და აქ მოცემულია, რა შეიძლება ჩაითვალოს ისეთ საკითხებად, რომელიც იმ საეთერო დროებში და იმ ნიშანდების გარეშე არ შეიძლება, გავუშვათ. მაგალითად, აქ საუბარია სქესობრივი აქტისა და სქესობრივი ძალადობის ამსახველ გრაფიკულ სცენებზე, მაგალითად, ნარკოტიკების დამზადების, მოხმარების წესის ახსნა-განმარტება და გამართლება ან მოწონება, თამბაქოს ან ალკოჰოლის მოხმარების გამართლება და მოწონება, თვითმკვლელობის, მკვლელობის ან სიკვდილით დასჯის სცენების გრაფიკული ასახვა ახლო ხედით ან 15 წამზე მეტი ხნით, თუმცა აქ იყო გარკვეული კომენტარი და ალბათ კიდევ გაკეთდება. ეს დიდი ალბათობით შესაცვლელია.

იგივე, 15 წლამდე არასრულწლოვნებთან მიმართებით სიშიშვლე, სექსუალური სცენების ან მათი გრაფიკული ასახვა, შეურაცხმყოფელი ლექსიკა და ა.შ.

აქ საუბარია ასევე აღსრულების მექანიზმზე. კერძოდ, ის მაუწყებელი, რომელიც ასეთი ტიპის შინაარსს გამოაქვეყნებს ნიშანდებისა და შესაბამისი დროების დაცვის გარეშე, ის იქნება დაჯარიმებული და ასევე, თუ ვთქვათ, ამან არ გაამართლა, ამ შემთხვევაში არის შესაძლებლობა, რომ მარეგულირებლის გადაწყვეტილება სასამართლოში იქნას გასაჩივრებული. ამაზე კონსულტაციები გვაქვს და ვფიქრობ, რომ ეს თემა ამ კუთხითაც მნიშვნელოვნად დასამუშავებელია“ , - განაცხადა სოფო კილაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა