მამუკა ხაზარაძე - არჩევნების მეორე ტურის წინ მე ვიღებ წერილს ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, რომელიც პირდაპირი მუქარით გვეუბნება, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ

არჩევნების მეორე ტურის წინ მე ვიღებ წერილს ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, რომელიც მუქარით, პირდაპირი მუქარით გვეუბნება, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, აღნიშნული წერილი მას აქვს.

„მე ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი წერილი დაწერეს და ეს ყველაფერი სიტყვიერად არ გვითხრეს. იქ იყო მოთხოვნები, რომელიც რა თქმა უნდა, ჩვენ არ შევასრულეთ, ამიტომ ახლა მე გეტყვით, ბოლოს დასკვნაში, როგორ მინდა გთხოვოთ, რომ ეს პროცესი წავიდეს. ამის მერე თქვენ იცით მოვლენების განვითარება რაც მოხდა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

"თიბისი ბანკის" დამფუძნებლის განცხადებით, ის აგრძელებს დავას, როგორც ეროვნული ბანკის, ისე პროკურატურის წინააღმდეგ და ეს დავა საქართველოს ფარგლებსაც გასცდება.

„მე გავაგრძელებ დავას ეროვნული ბანკისა და პროკურატურის წინააღმდეგ. მე გავაგრძელებ დავას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, იმიტომ რომ, ეს სცილდება ყოველგვარ ნორმას, ზღვარს და ა.შ. საქართველოში ამ საკითხთან დაკავშირებით ჩამოსული იყო ძალიან ბევრი დელეგაცია. არ დარჩენილა არც ერთი ევროპელი ელჩი და ბანკის პირველი ან მეორე პირები, რომლებიც არ ჩამოვიდნენ, ცალ-ცალკე არ შეხვდნენ მთავრობას და ეროვნულ ბანკს და ეუბნებოდნენ, რომ ასეთი მიმართულებით ამ საქმის განვითარება არ შეიძლება. ეუბნებოდნენ, რომ ანაკლიას ჩვენ ამ ფორმატში ხელს ვერ მოვაწერთ. მე დაგანახეთ, რომ არც ბანკს ვეფარები და არც ანაკლიას. მე გადავდექი, რომ ბანკი მძიმე მდგომარეობაში არ ჩამეყენებინა, მაგრამ როგორც მიდის ახლა პროცესები და თქვენ იცით, რომ ბანკის მიერ ყველა შესწავლა დამთავრდა, 6 მილიონს უნდა მოვაწეროთ ხელი მაის-ივნისის თვეში. მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ჩვენი მონაწილეობით ამ სიტუაციაში მოხდეს ამ კონტრაქტის დახურვა. არ მინდა, გამიგოთ, რომ ამას ვიყენებ რაიმე თავდაცვის მექანიზმად. მე მინდოდა, მთლიანი სურათი მეჩვენებინა თქვენთვის“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

იხილეთ ვიდეო:

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება