მამუკა ხაზარაძე - გახარიასგან მიღებულ წერილს გავასაჯაროებ, მაგრამ მაშინ, როცა საგამოძიებო ორგანო შეიქმნება

მე მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი ადამიანი ვარ და გარწმუნებთ, ამ წერილს აუცილებლად გავასაჯაროებ, - ამის შესახებ დეპუტატებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძემ „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მძინარაძის შეკითხვას უპასუხა, რომელმაც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელს შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიღებული მუქარის შემცველი წერილის შინაარსისა და მისი მიღების დროის თაობაზე მეტი კონკრეტიკა სთხოვა.

„მე, სიმართლე გითხრათ, ძალიან ცოტა იმედი მაქვს, რომ რაღაცები გაირკვევა ამ ქვეყანაში. ამიტომ პირდაპირ გეუბნებით, გპირდებით, რომ ამას მე გავასაჯაროებ, მაგრამ გავასაჯაროებ, როდესაც იქნება რაღაც საგამოძიებო ორგანო შექმნილი, სადაც ამაზე რეაგირების და გამოძიების საშუალება იქნება. რადგან ვთქვი ამ მაღალი ტრიბუნიდან, მე მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი ადამიანი ვარ და გარწმუნებთ, რომ ამ წერილს გავასაჯაროებ, მაგრამ არა ამ ფორმით, არა ჟურნალისტებთან და არა იმიტომ, რომ რაღაც ორთქლი გამოვიდეს და მერე ეს თემა დამთავრდეს,“ - განაცხადა ხაზარაძემ.

არჩევნების მეორე ტურის წინ მე ვიღებ წერილს ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, რომელიც მუქარით, პირდაპირი მუქარით გვეუბნება, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განმარტა, რომ წერილი შს მინისტრ გიორგი გახარიას ეკუთვნოდა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, აღნიშნული წერილი მას აქვს.

„მე ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი წერილი დაწერეს და ეს ყველაფერი სიტყვიერად არ გვითხრეს. იქ იყო მოთხოვნები, რომელიც რა თქმა უნდა, ჩვენ არ შევასრულეთ, ამიტომ ახლა მე გეტყვით, ბოლოს დასკვნაში, როგორ მინდა გთხოვოთ, რომ ეს პროცესი წავიდეს. ამის მერე თქვენ იცით მოვლენების განვითარება რაც მოხდა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის