საოჯახო სასტუმროს მფლობელი - კომუნალური გადასახადები საკმაოდ მაღალია, ვითხოვთ შეღავათებს ამ მიმართულებით

კომუნალური გადასახადები საკმაოდ მაღალია, ვითხოვთ შეღავათებს ამ მიმართულებით, - ამის შესახებ საოჯახო ტიპის სასტუმროს მფლობელმა თამუნა ჯაკონიამ საოჯახო სასტუმროებში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისში 20- ადგილიან საოჯახო სასტუმროს ფლობს და მისთვის მთავარი გამოწვევა კომუნალური გადასახადებია, რაც მძიმე ტვირთად აწვება ბიზნესს.

„ძირითადი პრობლემაა წყლის ტარიფი. ერთ კუბურ მეტრ წყალში ამჟამად 4 ლარსა და 40 თეთრს ვიხდი. ასევე მაღალია ტელეკომუნიკაციის- ინტერნეტის ტარიფი, პრობლემაა სეზონურობაც. აქტიურად ვმუშაობთ აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით, თუმცა დანარჩენ თვეები ჩავარდნილი სეზონია,"-განაცხადა ჯაკონიამ.

მან დადებითად შეაფასა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივა საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლებთან შეხვედრასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა, რაც ტრენინგებსა და ინფორმაციულ მხარდაჭერას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა