წელს საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

წელს საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრიდან აცნობეს. მათივე ცნობით, 2018 წლის შესაბამის პერიოდში 117 ახალი შემთხვევა იყო გამოვლენილი.

ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებულია 7 521 აივ ინფიცირებული პირი: 5630 – მამაკაცი, 1891 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა.

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში - 2 758, სამეგრელოში - 951, იმერეთში - 933, აჭარაში - 839; აფხაზეთში - 474; კახეთში - 361; ქვემო ქართლში - 387; შიდა ქართლში - 285; გურიაში - 157; ფოთში - 113; სამცხე-ჯავახეთში - 109 და ა.შ.

საქართველოში სულ გამოვლენილია 111 აივ ინფიცირებული ბავშვი, მათ შორის, 69 - ვაჟი, 42 - გოგონა.

აივ/შიდსის დიაგნოზი საქართველოში პირველად 1989 წელს გამოვლინდა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა