მამუკა მდინარაძე „თიბისიზე“ - გარკვეული პოლიტიკური წრეები სარგებლობენ ამ „ქეისით“

როდესაც „თიბისი ბანკი“ და ეროვნული ბანკი თანხმდებიან და საერთო პოზიციას ახმოვანებენ, მაგრამ მაინც ხდება ამ თემის ასე ტირაჟირება, ეს გავს პოლიტიკურ დღის წესრიგს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მდინარაძის განცხადებით, ვისი მხრიდან იკვეთება პოლიტიკური ნიშნები, ამას დრო გაარკვევს.

„ვისი მხრიდან იკვეთება პოლიტიკური ნიშნები, ამას დრო გაარკვევს და დაალაგებს. მე მგონია, რომ გარკვეული პოლიტიკური წრეები სარგებლობენ ამ „ქეისით“. რეალურად, როდესაც „თიბისი ბანკი“ და ეროვნული ბანკი თანხმდებიან და საერთო პოზიციას ახმოვანებენ, მაგრამ მაინც ხდება ამ თემის ასე ტირაჟირება, ეს გავს პოლიტიკურ დღის წესრიგს,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით, საფინანსო-საბიუჯეტი კომიტეტში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების გამოსვლამ ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა. მდინარაძის განცხადებით, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, რამდენად დამაჯერებელია მამუკა ხაზარაძის განმარტება, რომ „თიბისი ბანკიდან“ მისმა მეგობარმა ისე ისესხა 17 მილიონი დოლარი, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა.

„საზოგადოებას ამ თემასთან დაკავშირებით ზოგადად, აწუხებს ორი მთავარი კითხვა. პირველი: რატომ 11 წლის შემდეგ? ამასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე მივიღეთ პასუხი, რომ მათ არ აქვთ რაიმე მოცემულობა ან მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ფინანსურმა მონიტორინგის სამსახურმა მანამდე მოიძია ინფორმაცია და არ მიმართა არც ეროვნულ ბანკს და არც პროკურატურას ანუ სავარაუდოდ, იგულისხმება, რომ როდესაც მოიძიეს ინფორმაცია ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებმა, მაშინ დაიწყო ამაზე რეაგირება. მათ ასევე თქვეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის დროს“ შემოწმებული იქნა ეს ტრანზაქცია და მათ ეს გაატარეს.

რაც შეეხება მეორე მთავარ კითხვას თვითონ ტრანზაქციასთან დაკავშირებით, მათ განაცხადეს, რომ მათი ბანკიდან მიღებული 17 მილიონი დოლარი იმავე დღეს ისესხეს თავიანთი მეგობრისგან, თუმცა არ იცოდნენ, რომ ეს იყო გაცემული მათი ბანკიდან. ეს რამდენად დამაჯერებელია, ამაზე ჩვენ ვეღარ ვიმსჯელებთ. შეგვიძლია, რომ ჩვენ უბრალოდ მოვყვეთ ამის შესახებ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა