პროფკავშირების ინფორმაციით, „ელმავალმშენებელი" ქარხანა მასშტაბური აქციისთვის ემზადება

5 მარტს, 12:00 საათზე, „ელმავალმშენებელ" ქარხანასთან თანამშრომლების და პროფკავშირების საპროტესტო აქცია გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროფკავშირების გაერთიანებიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, აქციის მონაწილეებს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი შეხვდება და პრესისთვის მიმდინარე დავაზე განცხადებას გააკეთებს.

„ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლები ხელფასების დავალიანების გასტუმრებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

შეგახსენებთ, ქარხნის ადმინისტრაციამ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ჩართულობით მედიაციაში მონაწილეობაზე და მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომაზე უარი განაცხადა და პროცესში რკინიგზელთა მეორე, ადმინისტრაციასთან შეკრული პროფკავშირის ჩართვა მოითხოვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა