დავით სერგეენკო მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე - გიორგი გახარიას წლებია ვიცნობ, პრაქტიკულად გამოვრიცხავ, რომ მას ეს გაეკეთებინა

გიორგი გახარიას წლებია ვიცნობ სამსახურებრივადაც, მეგობრულადაც და პრაქტიკულად გამოვრიცხავ, რომ მას ეს გაეკეთებინა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მან შს მინისტრისგან არჩევნების მეორე ტურის წინ მუქარის წერილი მიიღო.

"ეს საკითხი თავისი მასშტაბით, სპეციფიკით და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებლად მოითხოვს გამჭვირვალე და შედარებით მოკლე ვადებში განხილვას, რათა არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი. ის, რაც გუშინ გაჟღერდა, არის ძალიან სერიოზული ბრალდება, რომელსაც აუცილებლად სჭირდება დამტკიცება ან გამორიცხვა. ისე რაიმე დასკვნების წინასწარ გენერირება სწორი არ მგონია. რაც შეეხება გიორგი გახარიას, მე მას წლებია ვიცნობ სამსახურებრივადაც, მეგობრულადაც და პრაქტიკულად გამოვრიცხავ, რომ მას ეს გაეკეთებინა. მე ასეთი შეხედულება მაქვს, რომ მარტო პროკურატურის ან პროკურორის ნებაზე არ არის დამოკიდებული ასეთი მასშტაბის და პრაქტიკულად ნებისმიერი საქმის გამოძიება. კომპლექსური პროცესია, მასში სხვადასხვა უწყება მონაწილეობს და მე ნამდვილად მჯერა, რომ გამოძიება იქნება ობიექტური და გამჭვირვალე,"-განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა