დავით სერგეენკოს ინფორმაციით, საქართველოში ამ დროისთვის ორი დიდი ზომის ბავშვთა სახლია დარჩენილი, რომელიც მალე დაიხურება

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოში 2 დიდი ზომის ბავშვთა სახლია დარჩენილი, რომელიც მალე დაიხურება. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დავით სერგეენკოს თქმით, სახელმწიფო დიდი ზომის ბავშვთა სახლებიდან მცირე ზომის ბავშვთა სახლებზე და ოჯახების შესაძლებლობების გაძლიერებაზე უნდა გადავიდეს, რათა ბავშვის ოჯახიდან გაყვანა ნაკლებად გახდეს საჭირო.

“სოციალური პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს სოციალური სამუშაო, რომლის ძირითადი განმახორციელებლები არიან სოციალური მუშაკები და ეს პროფესია ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდააა ჩვენს ქვეყანაში. დაახლოებით, 20 წლის წინ ჩეყარა ამ მიმართულებას საფუძველი. სოციალური მუშაკების სამუშაოს მოცულობა ამ წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდებოდა. ამაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებდა, თუმცა მათგან გამორჩეული იყო ორი. ერთი არის ე.წ. დეინსტიტუციონალიზაცია, რომელიც შინაარსობრივად არის ის, რომ დიდი ზომის ბავშვთა სახლებიდან სახელმწიფო მცირე ზომის ბავშვთა სახლებზე, ოჯახის შესაძლებლობების გაძლიერებაზე უნდა გადავიდეს, რათა ნაკლებად გახდეს საჭირო ბავშვის ოჯახიდან გაყვანა. ამ დეინსტიტუციონალიზაციას, წლები დასჭირდა და ფაქტობრივად, ფინალში გავდივართ, მხოლოდ, 2 დიდი ზომის ბავშვთა სახლი დარჩა დღეის მდგომარეობით და ისინიც მალე დაიხურება.

მეორე გამორჩეული ფაქტორი არის ის, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევებში, რომელიც ადრე ოჯახში იკეტებოდა ან მხოლოდ სასამართლოს აღსრულების ანაბარა იყო ეს ოჯახები, სულ უფრო და უფრო მეტად არიან სოციალური მუშაკები ჩართული. შესაბამისად, სოციალური მუშაკების ფუნქციები დღეის მდგომარეობით, საკმაოდ ფართოა და პერსპექტივაში გაიზრდება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა