ელენე ხოშტარიას შეფასებით, სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებული ვითარება „კატასტროფულად, ტრაგიკულად, გულის გასახეთქად მძიმეა“

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებული ვითარება არის „კატასტროფულად, ტრაგიკულად, გულის გასახეთქად მძიმე“. ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს უსმენენ.

ელენე ხოშტარიამ სოციალური მუშაკების რაოდენობასთან და ცოდნასთან, ასევე მოვალეობებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა.

„თქვენ სწორად თქვით, მიზეზები არ გიკავშირდებათ თქვენ, ამ სამინისტროს ან ამ ხელისუფლებას, მაგრამ ჩვენ თუ შევხედავთ, რა საშინელებები ხდება და როგორი დაუცველები არიან ეს ბავშვები, მე ვფიქრობ, რომ ამ სიმწვავეზე უნდა შევთანხმდეთ, რომ გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად არის მისაღები. აქ რაზეა ლაპარაკი: სოციალურ მუშაკებს აქვთ 29 ფუნქცია, მაგრამ ესეც არ ასახავს იმ ფუნქციას, რასაც ისინი აკეთებენ. უცებ შეიძლება, ღამის 03:00 საათზე დაურეკონ და უთხრან, რომ ბავშვის შესაძლო გაუპატიურების შემთხვევაა, ის დგება, მას ობიექტურად არ ჰყოფნის ტრანსპორტის ფული, რაღაცას იზამს, მაგრამ იქიდან როგორ წამოიყვანს ბავშვს? არავის არ ეგონოს, რომ აქ ვინმე მანქანებს ითხოვს, ბავშვები რომ გადავარჩინოთ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დეპუტატმა რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სოციალურ მუშაკებს, რომლებიც რეგიონებში მუშაობენ, სოფლიდან სოფელში გადაადგილების პრობლემა აქვთ, რადგან ავტომობილს არ ფლობენ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა