დავით სერგეენკო - სამწუხაროდ, სოციალური მუშაკები მარტონი არ არიან ამ დრამატულ რეჟიმში - მათთვის ეს შეღავათი არ არის, მაგრამ იგივე რეჟიმში არიან ექიმები

სამწუხაროდ, სოციალური მუშაკები მარტონი არ არიან ამ დრამატულ და ერთგვარ ბრუტალურ რეჟიმში. მათთვის ეს შეღავათი არ არის, მაგრამ იგივე რეჟიმში არიან მაგალითად, ექიმები, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დეპუტატის კითხვა სოციალური მუშაკების მძიმე სამუშაო პირობებსა და მათი სახელმწიფოსგან დაუცველობის საკითხს ეხებოდა.

დავით სერგეენკოს თქმით, ელენე ხოშტარიას შეთავაზება, რომ სოციალურ მუშაკზე მოძალადის მიმართ კანონი განსაკუთრებით მკაცრი იყოს, მისთვის მისაღებია.

„სამწუხაროდ, სოციალური მუშაკები მარტონი არ არიან ამ დრამატულ და ერთგვარ ბრუტალურ რეჟიმში, მათთვის ეს შეღავათი არ არის, მაგრამ იგივე რეჟიმში არიან მაგალითად, ექიმები. თქვენ დააყენეთ საკითხი, რომ ერთად გვემუშავა იმაზე, რომ თუ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სოციალურ მუშაკზე ძალადობა ან აგრესია იქნა გამოვლენილი, ასეთ შემთხვევაში კანონი განსაკუთრებით მკაცრად მოექცეს მოძალადეს. აბსოლუტურად გეთანხმებით და სათხოვარი მექნება, რომ ექიმებიც შევიყვანოთ იგივე სიაში“, - განაცხადა მან.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა