დავით სერგეენკო - ყველაფერზე, რაც სამინისტროში ან მის მიერ შემუშავებული პოლიტიკის განმახორციელებელ უწყებებში ხდება, პასუხისმგებელია მინისტრი

ყველაფერზე, რაც ხდება სამინისტროში, ან მის მიერ შემუშავებული პოლიტიკის განმახორციელებელ უწყებებში, პასუხისმგებელი არის მინისტრი, - ასე უპასუხა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჯანდაცვის კომიტეტზე სოციალური მუშაკების მიერ გაჟღერებულ არაერთ კრიტიკას.

„რამდენჯერმე გაჟღერდა კითხვა, ვინ არის ამა თუ იმ საკითხზე პასუხისმგებელი. ვამბობ ხაზგასმით, იმაზე, რაც ხდება სამინისტროში, ან მის მიერ შემუშავებული პოლიტიკის განმახორციელებელ უწყებებში, ყველაფერზე პასუხისმგებელი არის მინისტრი. სოციალურ მუშაკებს ძალიან დიდი ტვირთი დააწვათ მხრებზე და ეს არ არის მხოლოდ რაოდენობრივი, ისინი აღმოჩნდნენ ძალიან მძიმე გადაწყვეტილებების მიღების და აღსრულების წინაშე მარტო. ეს არის პრობლემა და ეს ემოცია იგრძნობა მთლიანად. მეც ვგრძნობ ამას და გარწმუნებთ, რომ ეს მხოლოდ გრძნობების დონეზე არ დარჩება“, - მიმართა სერგეენკომ სოციალურ მუშაკებს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა