ჯანდაცვის კომიტეტმა „ბავშვის უფლებათა კოდექსზე“ წარმოდგენილ თანმდევ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა „ბავშვის უფლებათა კოდექსზე“ წარმოდგენილ თანმდევ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. შესაბამისი კენჭისყრა დღეს ჩატარდა, რადგან 4 მარტს, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კოდექსისთვის კენჭისყრა ვერ მოესწრო.

„ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ბავშვის უფლებებსა და მათი დაცვის სამართლებრივ გარანტიებს განსაზღვრავს.

აღიარებს ბავშვის შემდეგ უფლებებს: ბავშვის ღირსება, სიცოცხლის, გადარჩენის და განვითარების უფლება, დისკრიმინაციის აკრძალვა, ბავშვის უფლება მისი აზრის მოსმენასა და მონაწილეობაზე, ბავშვის პირადი ცხოვრების და პირადი მონაცემების შენარჩუნების უფლება, აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები, ბავშვის უფლება მასმედიის საშუალებებით ინფორმაციის მიღებაზე, რელიგიის და სინდისის თავისუფლება, გაერთიანების და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, ბავშვის უფლება თამაშსა და დასვენებაზე, ბავშვის საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება, ბავშვის ინტელექტუალური შემოქმედების უფლება, ბავშვის უფლება მონაწილეობა მიიღოს ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამების შემუშავებაში.

„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტით დადგენილია ბავშვის უფლება, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მის საუკეთესო ინტერესებს მიენიჭოს, რაც უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად, თითოეულ ბავშვთან მიმართებით. კოდექსით დადგენილი ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესად გათვალისწინება სავალდებულოა საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო დაწესებულებების და იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან ქმედების განხორციელებისას.

კოდექსი ასევე განსაზღვრავს ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის და მხარდაჭერის სისტემას. კოდექსი ადგენს ბავშვს უფლებას, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდა-განვითარებისა და კეთილდღეობისთვის. ამ უფლების რეალიზებას ემსახურება კოდექსით დადგენილი მშობლის, როგორც ბავშვის უფლებების ერთ-ერთი სამართლებრივი გარანტორის მოვალეობა ბავშვის აღზრდის, მათ შორის, ბავშვის რელიგიური აღზრდის სფეროში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა