ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, სახალხო დამცველს ყველაზე ხშირად სქესის ნიშნით დისკრიმინაციის მიზეზით მიმართავენ

სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებზე მიმართვიანობის ყველაზე მაღალი, 68%-იანი მაჩვენებელი საჯარო სექტორს უკავშირდება, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში, რომელიც ქვეყანაში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას, მისი თავიდან აცილებას და თანასწორობის მდგომარეობას ეხება.

საანგარიშო პერიოდში, 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის აგვისტოს ჩათვლით სახალხო დამცველის აპარატმა სავარაუდო დისკრიმინაციის 159 ფაქტი შეისწავლა. აქედან 21 შემთხვევაში რეკომენდაცია გასცა, 9 შემთხვევაში ზოგადი წინადადებით შემოიფარგლა. სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებზე მიმართვიანობის ყველაზე მაღალი, 68%-იანი მაჩვენებელი საჯარო სექტორს უკავშირდება.

ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, სახალხო დამცველს ყველაზე ხშირად სქესის ნიშნით დისკრიმინაციის მიზეზით მიმართავენ, შემდეგ მოდის პოლიტიკური და განსხვავებული აზრის დისკრიმინაცია, ასევე სახალხო დამცველს მიმართავენ რელიგიური დისკრიმინაციის შემთხვევებზეც.

როგორც საალხო დამცველის ანგარიშში წერია, ომბუდსმენის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ 22 გადაწყვეტილება საჯარო პირის, 8 კი კერძო პირის მიმართ დადგა. მათგან ყველაზე მეტი 6 -სქესის ნიშნით დისკრიმინაციას, 5- შეზღუდული შესაძლებლობების ნიშნით და 5 პოლიტიკური განსხვავებული მოსაზრების ნიშნით შემთხვევებს შეეხებოდა.

ნინო ლომჯარიას თქმით, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრიდ შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებამ ხელი შეუწყო დისკუსიას თანასწორობის შესახებ და შესაძლებელი გახდა იმ პრობლემების დანახვა, რასაც დაუცველი ჯგუფები აწყდებიან უფლებების დაცვის მხრივ.

„21 რეკომენდაცია გავეცით, აქედან ყველაზე ხშირად სწორედ სქესის ნიშნით დისკრიმინაციას შემთხვევა დადასტურდა, შემდეგ შშმ პირთა ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევები, შემდეგ მოდის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების და მსგავსი ნიშნებით დისკრიმინაციის შემთხვევები. ხშირად აქვს ადგილი დისკრიმინაციის წახალისების შემთხვევებს, როდესაც საჯარო პირები აკეთებენ ხოლმე დისკრიმინაციულ გამონათქვამებს.

მინდა მივესალმო ასევე იმას, რომ პარლამენტი განიხილავს გენდერული ნიშნით შევიწროების საკითხს, შარშან ყველაზე ხშირად ამ საკითხზე მოგვმართავდნენ და ჩვენ ხელთ არ გვქონდა ქმედითი მექანიზმები. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი მიიღებს ამ ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის შემთხვევაში რეაგირების ეფექტურ მექანიზმებსაც“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს