პროკურორი - დაკითხვის ფარგლებში ხაზარაძეს მოვთხოვთ პასუხს - რა წერილი მიიღო შს მინისტრისგან

პროკურატურა გამოკითხვის ფარგლებში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს მოსთხოვს პასუხს იმის შესახებ, რაც მან თქვა საპარლამენტო კომიტეტზე, მათ შორის წერილთან დაკავშირებით, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მამუკა ხაზარაძემ გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მან მიიღო მუქარის წერილი შს მინისტრისგან, არ შეესაბამება სინამდვილეს.

„ხაზარაძეს მსგავსი შინაარსის განცხადება პროკურატურაში არ გაუკეთებია. მან მხოლოდ იმის შესახებ ისაუბრა, რომ მიიღო წერილი ეროვნული ბანკისგან, სადაც მითითებული იყო მისი და ბადრი ჯაფარიძის შესაძლო თანამდებობების დატოვების შესახებ. დღევანდელი დაკითხვის ფარგლებში მამუკა ხაზარაძეს მოვთხოვთ პასუხებს იმის შესახებ, რაც მან თქვა საპარლამენტო კომიტეტის სხდომის დროს, რა წერილი მიიღო შს მინისტრისგან და მოვთხოვთ ამ ინფორმაციის დამადასტურებელ დოკუმენტს“, - განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მან შს მინისტრისგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება