„ელმავალმშენებელი ქარხნის“ თანამშრომლებმა აქცია გამართეს

„ელმავალმშენებელი ქარხნის“ თანამშრომლებმა პროფკავშირების გაერთიანების წევრებთან ერთად ქარხნის ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ითხოვენ. „ელმავალმშენებელი ქარხნის“ თანამშრომლების ნაწილის თქმით, მათი მცდელობა დაეწყოთ მოლაპარაკებები კომპანიის ადმინისტრაციასთან უშედეგო აღმოჩნდა.

საპროტესტო აქციას პროფკავშირების გაერთიანების პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილიც შეუერთდა და განაცხადა, რომ მან ქარხნის მფლობელი კომპანიისგან გზავნილი მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ 14-დან 17 მარტის ჩათვლით სახელფასო დავალიანება ანაზღაურდება.

„ელმავალმშენებელი ქარხნის“ თანამშრომლების თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციები გაგრძელდება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა