პროკურორი - მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ წერილი შუამავლის მეშვეობით მიიღო

მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ წერილი მან შუამავლის მეშვეობით მიიღო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძემ წარადგინა ელექტრონული ვერსიით დაბეჭდილი წერილი, რომელსაც არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვს.

მამუკა ხაზარაძემ სასამართლოზე წარმოადგინა ჩვეულებრივი ნაბეჭდი ფურცელი, რომლის შედგენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ამ წერილში რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ ჩანს. როგორც ხაზარაძემ განაცხადა, წერილი მან მიიღო შუამავლის მეშვეობით. როდესაც ჩვენ ვეკითხებით შუამავლის დასახელებას, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით, ის შუამავალს არ ასახელებს. რაც შეეხება მის შინაარსს, წერილი ჯერჯერობით ჩვენ არ გადმოგვცემია და ამაზე ვერაფერს გეტყვით. სწორედ წერილის გაცნობის შემდგომ დაიგეგმება, თუ რას განახორციელებს პროკურატურა. ჩვენ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას განვახორციელებთ“, - განაცხადა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ გუშინ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ წინასაარჩევნო პერიოდში მას მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა.

თავად გიორგი გახარია კი აცხადებს, რომ „წერილებს არ წერს და სათქმელს ყველას პირში ეუბნება“. შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე მზაობას გამოთქვამს, მან ყველა არსებულ კითხვას საკანონმდებლო ორგანოში უპასუხოს.

იხილეთ ვიდეო

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია