ფრაქცია “საქართველოს პატრიოტები“ ოფიციალურად არც დავით ჭიჭინაძეს დაუტოვებია და არც გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური არ გამხდარან მისი  წევრები

საპარლამენტო ფრაქცია “საქართველოს პატრიოტები“ ოფიციალურად არც დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს დაუტოვებია და არც გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური არ გამხდარან აღნიშნული ფრაქციის ახალი წევრები.

ფრაქცია “საქართველოს პატრიოტები“ დღეის მდგომარეობით ძველი, 6-კაციანი შემადგენლობითაა.

ამის მიზეზი ის პროცედურული წესებია, რომელიც აღნიშნული ფრაქციიდან წამსვლელ და მომსვლელ დეპუტატებს არ გაუვლიათ. კერძოდ კი, პარლამენტის წევრი ფრაქციაში მიღებულად, ფრაქციიდან გასულად ან გარიცხულად პარლამენტის ბიუროს მიერ აღნიშნული ფაქტის ცნობად მიღების მომენტიდან ითვლება.

პარლამენტის ბიუროს დღემდე არ წარდგენია ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წერილობითი ინფორმაცია მისი შემადგებლობიდან დეპუტატ დავით ჭიჭინაძის გასვლის შესახებ, იმის მიუხედავად, რომ ჭიჭინაძემ ფრაქციიდან გასვლაზე არაერთელ განაცხადა. შესაბამისად, ჭიჭინაძე კვლავ “საქართველოს პატრიოტებში“ რჩება.

რაც შეეხება გია ჟორჟოლიანისა და მირიან წიკლაურის აღნიშნულ ფრაქციაში შესვლას, ბიუროს 4 მარტის სხდომაზე წარედგინა წერილობითი ინფორმაცია ამ ორი დეპუტატის ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებში“ შესვლაზე, თუმცა რეგლამენტის გათვალისწინებით, ბიუროს თავდაპირველად ცნობად მათი ძველი ფრაქციიდან გასვლა უნდა მიეღო, რაც არ მომხდარა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარემ გიორგი ლომიამ განუცხადა, ყველა ეს პროცედურული საკითხი ბიუროს უახლოეს სხდომაზე გამოსწორდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა