ირაკლი ღარიბაშვილი მთაწმინდის მაჟორიტარულ არჩევნებში კენჭისყრას გამორიცხავს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი მთაწმინდის მაჟორიტარულ არჩევნებში კენჭისყრას გამორიცხავს.

გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ პოლიტიკაში დაბრუნებულმა ღარიბაშვილმა შესაძლოა, მთაწმინდის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, პარლამენტში შესვლის შემდეგ კი, დღის წესრიგში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის სწორედ ღარიბაშვილით ჩანაცვლების საკითხი დადგეს, ყოფილმა პრემიერმა კატეგორიულად აღნიშნა, რომ კენჭისყრას არ აპირებს.

“მე გამოვრიცხავ შესაძლებლობას, რომ ასეთი რამ მოხდეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

2018 წლის 28 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. ამის გამო მან მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის პოსტი დატოვა. შესაბამისად, გამოთავისუფლებულ საარჩევნო უბანზე ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარ დეპუტატს მოსახლეობა მიმდინარე წლის გაზაფხულზე აირჩევს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს