ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებული 21 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებული 21 პირის სისხლის სამართლის საქმეზე დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართება. სასამართლო პროცესი 16:00 საათზეა დანიშნული.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ.

ბრალდებულ პირებს შორის არის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსი, გია თვალავაძეც.

მას სამსახურეობროვი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

21 პირიდან წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ მხოლოდ გია თვალავაძე და აღნიშნულ საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარებისთვის ბრალდებული „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის" დირექტორის მოადგილე, ნუგზარ ჯანჯღავა არ ცნობენ.

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე, რომელიც გულისხმობს სამეწარმეო საქმიანობას ნებართვის გარეშე, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობის შემოსავლის მიღება ჯგუფურად, სულ 21 პირი დააკავეს, ყველა მათგანი გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული.

გამოძიების ინფორმაციით, თბილისსა და გორში მდებარე აფთიაქებში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია. აფთიაქების მფლობელები, მფარველობის სანაცვლოდ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ უფროსისთვის – გია თვალავაძისთვის გადასაცემად ნუგზარ ჯანჯღავას დიდი ოდენობით თანხებს უხდიდნენ.

ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში შეადგინა 4 094 709 ლარი.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ