დავით სერგეენკო  - გულწრფელად მჯერა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და “ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივნის ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება “ქვეყნისთვის ნამდვილად სასიკეთო იქნება”. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისი შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილი „მაღალი ღირებულებების მქონე ადამიანია”.

„ირაკლიზე ვიტყვი, რომ მას მართლაც ძალიან დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვს და მართლაც, ძალიან მაღალი ღირებულებების ადამიანია, ამიტომ მე გულწრფელად მჯერა, რომ მისი პოლიტიკაში დაბრუნება ქვეყნისთვის ნამდვილად სასიკეთო იქნება”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობა დაიკავა. მმარველი გუნდის პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება გუშინ გახდა ცნობილი.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა