დავით სერგეენკოს განცხადებით, სამთავრობო ცვლილებებზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სამთავრობო ცვლილებებზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს. ამის შესახებ მინისტრმა შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის მინისტრების სავარაუდო ცვლილებას ეხებოდა.

„ამ 6 წლის განმავლობაში, რაც მე ვმსახურობ, სამთავრობო გუნდში მართლაც ბევრი ცვლილება იყო და ეს ცვლილებები რა თქმა უნდა, არ გაჩერდება. ალბათ, გაგრძელდება და მნიშვნელოვანია არა ის, ვინ ასრულებს მინისტრის მოვალეობას, არამედ ის, როგორ ვითარდება ეს დარგი. ცვლილებები ალბათ მომავალში იქნება, თუმცა ამ კონკრეტულ ცვლილებებზე, რაზეც მეკითხებით, ვერაფერს გეტყვით, რადგან ამაზე კონსულტაციებში მე არ მიმიღია მონაწილეობა”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა