შიდსის ცენტრის მშენებლობაზე 20 მილიონი ლარი დაიხარჯება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მშენებლობისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტროს 20 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ცენტრის ბიუჯეტთან და მშენებლობის დასრულების ვადებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, ცენტრის საპროექტო სამუშაოების შესასრულებლად 3 კომპანია გამოიკვეთა, საიდანაც უახლოეს დღეებში ერთი შეირჩევა.

„ახლა, ამ დღეებში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რომელი შეირჩევა და უკვე დაიწყება პროექტირების სამუშაოები. პროექტირების სამუშაოები პირველ რიგში, კონსტრუქციულ ნაწილზე უნდა გაკეთდეს, მაშინვე დაიწყოს კარკასის მშენებლობა და პარალელურად გაგრძელდეს შიდა ტექნოლოგიებსა და მოწყობილობაზე პროექტირება, რომ დრო არ დაიკარგოს. სანამ კარკასი მშენებლობის სტადიაში იქნება, იქამდე დაპროექტდება შიდა ტექნოლოგიები, მთლიანი პროექტირების პროცესს რომ არ ველოდოთ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი თბილისში, ყაზბეგის გამზირიდან სავარაუდოდ, დიღმის საავადმყოფოების ტერიტორიაზე გადავა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე