სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტს, ანტივირუსული პრეპარატის, „ტამიფლუს“ უფასოდ გაცემა გაგრძელდება თუ შეწყდება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ანტივირუსული მედიკამენტის „ტამიფლუს“ უფასოდ გაცემის საკითხთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფი კვირის ბოლოს შეიკრიბება. ამის შესახებ მინისტრმა „ინტერპრესნიუსს“ პროგრამის შეწყვეტის ვადებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფის შეკრებაზე გადაწყდება, არსებული ინდიკატორების გათვალისწინებით, სახელმწიფო მედიკამენტის უფასოდ გაცემის პროგრამას გააგრძელებს თუ შეწყვეტს.

„ტამიფლუსთან“ დაკავშირებით, წინა კვირას რომ გვქონდა შეკრება, მაშინ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეგრძელებინა. ამ კვირის ბოლოს გვექნება სამუშაო ჯგუფის შეკრება და კიდევ შევხედავთ ინდიკატორებს“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ გრიპის ვირუსთან საბრძოლველად წელს სახელმწიფოს 11 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული, საიდანაც 1 მილიონი ანტივირუსული პრეპარატის -„ტამიფლუს“ შესაძენად დაიხარჯა. ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“ 12 იანვრიდან ყველასთვის უფასო გახდა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა