სოციალური მუშაკების საკითხზე პარლამენტში იმსჯელებენ

პროფკავშირების გაერთიანება, სოციალურ მუშაკებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ხვალ, საქართველოს პარლამენტის შენობაში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს აკაკი ზოიძეს შეხვდება. ინფორმაციას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ავრცელებს.

როგორც პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „პროფესიული კავშირების გაერთიანება პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას, რათა სოციალური მუშაკების მოთხოვნები იქნას უმოკლეს ვადებში გადაჭრილი“.

„გასათვალისწინებელია, რომ სოციალურ მუშაკებს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით უკვე მოპოვებული აქვთ გაფიცვის უფლება. სოციალური მუშაკები უთითებენ, სოციალური სერვისების მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკის მძიმე მდგომარეობაზე. კერძოდ კი, სათანადო სერვისების, მექანიზმების არარსებობისა თუ სათანადო რესურსების სიმწირის გამო სოციალური მუშაკები ხშირად ვერ ახერხებენ ყოველდღიურ რეჟიმში ეფექტური დახმარება აღმოუჩინონ შესაბამისი საჭიროების მქონე პირებსა თუ ოჯახებს, რის გამოც ყოველდღიური საფრთხის ქვეშ არის მოწყვლადი ჯგუფების – ბავშვების, შშმ პირების, ხანდაზმულების და სხვა პირთა ინტერესები.

სოციალური სერვისების მიმართებით არსებული სისტემური პრობლემების გარდა, სოციალური მუშაკების მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს, არასათანადო სამუშაო გარემო და შრომითი პირობები. მიუხედავად იმისა, რომ დავაზე დაინიშნა მედიატორი, მედიაციისთვის განკუთვნილი ვადა ამოიწურა იმგვარად, რომ ვერ მოხერხდა არათუ რომელიმე პრობლემის გადაჭრა, არამედ ორმხრივი შეხვედრის ორგანიზებაც კი. გუშინ, 5 მარტს, პარლამენტში დავით სერგეენკოსთან გამართულ შეხვედრაზე, მინისტრმა გამოთქვა პოზიციები რამდენიმე საკითხთან, მათ შორის სოციალური მუშაკების სატრანსპორტო უზრუნველყოფისა და კადრების დამატებასთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპზე სოცმუშაკების მიერ დაყენებული არც ერთი საკითხი გადაწყვეტილი არ არის“,- ნათქვამია განცხადებაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს