ანონსი  7 მარტი

7 მარტს, 09:30 საათზე, საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესა და ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, სკოლის IX-XII კლასელებისთვის ესეების კონკურსს “მომავლის ევროპელი” - “Imagining the European of the future?” გამოაცხადებს.

მის: ჩიტაძის ქ. #9 (47-ე საჯარო სკოლა, საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ)

7 მარტს, 10:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებს შეხვდება.

მის: რუსთაველის გამზ. # 13

7 მარტს 10:00 საათზე, „საინფორმაციო ცენტრში ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ“ გაიმართება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) თემაზე ცენტრალური საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა.

7 მარტს, 10:30 საათზე, „მედიაცენტრ მთავარში“ ბიზნესმენი იური შკუბულიანი და მისი ადვოკატი მუხრან ღურწკაია პრესკონფერენციას გამათავენ.

თემა: „ელიავას“ მიმდებარედ დამწვარი და განადგულებული ქონება, კონკრეტული პირების ინტერესები და დაზარალებული ბიზნესმენი, რომელიც სამართალს კანონის ძალით ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუქრება, რომ საკუთარი ძალებით მოუწევს სიმართლის პოვნა“.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565

7 მარტს, 11:00 საათზე, პარლამენტში, „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის ოთახში ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: C ჰეპატიტის პროგრამა

საკონტაქტო პირები: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08; მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

7 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე წარადგენს ახალ ინიციატივას „განათლება - გზა თავისუფლებისკენ“. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ თბილისის მერი კახა კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

მის: გუდიაშვილის 7

7 მარტს, 11:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში, კრისტიან ურსეს შეხვდება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N314 (C კორპუსი, III სართული)

7 მარტს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში იურისტ კახა კოჟორიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: მოსამართლეების შერჩევის საკითხი: ირაკლი ღარიბაშვილის და ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებები. პროცესში ვენეციის კომისიის ჩართვა. მურუსიძის განცხადება NGO-ების მოსაზრებაზე. შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლა.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49 საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

7 მარტს, 12:00 საათზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული გმირის საფლავს გვირგვინით შეამკობს და გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია გადაიხდის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს.

ვაკის პანთეონი, კუს ტბის ასახვევის მოპირდაპირედ

საკონტაქტო პირი: ხათუნა მაჭავარიანი 599139914

7 მარტს, 12:00 საათზე, EBRD-ის ოფისში გაიმართება შეხვედრა სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და ინვესტორთა საბჭოს წევრებს შორის.

მის: ა. გრიბოედოვის 31 ა

7 მარტს, 12:00 საათზე, სასტუმრო „ამბასადორში“, ბიზნესმენი რამაზ ახვლედიანი და ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი ჟურნალისტურ კორპუსს შეხვდება და სპეციალურ განცხადებას გაავრცელებენ. თემა:“ლისის ტბის საქმე“.

მის: იოანე შავთელის ქუჩა #17

საკონტაქტო ინფორმაცია: 599 291202

7 მარტს, 12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

7 მარტს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ესეების კონკურსის „დამფუძნებელი კრება - 100“ პირველი ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ I კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.

7 მარტს, 12:00 საათზე, "ახალი საქართველოს" განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე, ბრიფინგს გამართავს. თემა: „პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონპროექტი საგამოცდო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით (სამმაგი დანახარჯი საქართველოს მოქალაქეებისთვის).“

მის:ჭავჭავაძის 29

საკონტაქტო ტელეფონი:551 66 25 25

7 მარტს, 13:00 საათზე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ერთობლივი ინიციატივით, სასტუმრო „რუმსში“, საქართველოს განათლების სექტორის განვითარებაში არასამთავრობო ორგანიზაციების როლის გაძლიერებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საგანმანათლებლო სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მის: თბილისი, კოსტავას ქ. 14

საკონტაქტო პირი: თეონა ბაღდავაძე 597970353

7 მარტს, 13:00 საათზე, გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ინიციატივით, სამეგრელოს რეგიონში საგანმანათლებლო ტურნე გაიმართება.

მის.:16 ზუგდიდის ტექნოპარკი,

საკონტაქტო პირები: გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის კომუნიკაციების ანალიტიკოსი გვანცა ასათიანი: 599 51 73 71; გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციების ანალიტიკოსი სალომე ბენიძე: 577 211 300;

მის.: ორსანტიის საზოგადოებრივი ცენტრი.

7 მარტს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში ეკა ბესელია ბრიფინგს გამართავს.

თემა: საკანონმდებლო ინიციატივა უზნაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესსა და პოროცედურასთან დაკავშირებით

საკონტაქტო პირი: ნია ქირია 577 41 72 82

7 მარტს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის სასახლეში ჟიული შარტავას სახელობის დარბაზს და მემორიალურ დაფას გახსნის.

მის: პარლამენტი. A კორპუსი, 307-ე ოთახი.

7 მარტს, 17:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე მოკვლევის ჯგუფის შეხვედრა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან.

საქართველოს პარლამენტი, ოთახი N307 (A კორპუსი, III სართული)

7 მარტს, 17:00 საათზე, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრი წარმოადგენს ნინო სადღობელაშვილის პიესის „,დაბადების დღე“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლს.

საკონტაქტო პირი: ხათუნა მაჭავარიანი 599139914

7 მარტს, 18:30 საათზე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, იწყება სოციალური პროექტი სახელწოდებით „კოდინგის სკოლა ქალებისთვის’’. პროგრამა სრული დაფინანსებით განხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს ქალთა როლის გაძლიერებას ტექნოლოგიების სფეროში.

საკონტაქტო პირი: ნატა კიზივაძე 599 28 06 06

მის: ჭავჭავაძის გამზ. #82

7 მარტს, 19:00 საათზე, Giuliano Caffè-ში სტივენ კინგის ორი წიგნის: „შინაური ცხოველების სასაფლაოსა“ და „მსროლელის“ წარდგენა გაიმართება. პრეზენტაციაზე წიგნებს მთარგმნელები, ირაკლი სულაძე და ნიკა სამუშია წარადგენენ

მის: კოსტავას 36/1 (კინოთეატრი „ამირანი“, მე-2 სართული)

საკონტაქტო პირი: მარიამ აბდუშელიშვილი - 598 78 28 42

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა