დონალდ ტრამპი სავარაუდოდ, უარს იტყვის მონაწილეობა მიიღოს დებატებში, რომელიც „დემოკრატების“ მხარდამჭერ ტელეარხებზე გაიმართება

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, უარს იტყვის მონაწილეობა მიიღოს იმ დებატებში, რომელიც „დემოკრატების“ მხარდამჭერ ტელეარხებზე გაიმართება.

გუშინ „დემოკრატიული პარტიის“ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ ტომ პერესმა განაცხადა, რომ „დემოკრატები“ მონაწილეობას არ მიიღებენ დებატებში, რომელიც ტელეარხ Fox News-ზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ Fox News ტრადიციულად „რესპუბლიკელების“ მხარდამჭერ ტელეარხად მიიჩნევა.

„დემოკრატებმა“ ახლახან უარი განაცხადეს მონაწილეობა მიიღონ დებატებში Fox News-ზე 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში. კეთილი, მაშინ მე იგივეს გავაკეთებ ფეიკ ნიუსების მედიასთან მიმართებაში საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში“, - დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა