ზურაბ ჭიაბერაშვილი - ტყუილია დავით სერგეენკოს განცხადება, რომ C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში უკვე 125 000-მა პირ­მა იმ­კურ­ნა­ლა

„ევროპული საქართველო” შეშფოთებულია ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის და­ვით სერ­გე­ენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, რომ C ჰე­პა­ტი­ტის ელიმინაციის პროგ­რა­მის 2020 წელს შე­წყვე­ტის რის­კი არ­სე­ბობს. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრობლემაა, რომ 2020 წლისთვის C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცია ვერანაირად ვერ მოხდება, როგორც ეს პროგრამის მიზნებშია გაწერილი.

„ძალიან ვუფრთხი C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის შესახებ რაიმე კრიტიკული შენიშვნის საჯაროდ გამოთქმას, რადგან არ მინდა ასეთი მნიშვნელოვანი და საჭირო პროგრამა რაიმეთი დაზიანდეს, მაგრამ პროგრამის განხორციელების პროცესში უკვე ისეთი პრობლემის წინაშე დადგა ქვეყანა, რომ ახლა გაჩუმებით უფრო დავაზიანებთ ჩვენს საერთო საქმეს,” - განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, „ტყუილია დავით სერგეენკოს განცხადება, რომ C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში უკვე 125 000-მა პირ­მა იმ­კურ­ნა­ლა“.

პრესკონფერენციაზე ჭიაბერაშვილმა წარადგინა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, მაია ლაგვილავას 2018 წლის 13 დეკემბრის წერილი, სადაც, მისი თქმით, სრულიად განსხვავებულ, გაცილებით ნაკლებ მონაცემებზეა საუბარი.

„კერძოდ, ამ წერილის მიხედვით, პროგრამის დაწყებიდან 4 წლისთავზე მკურნალობაში ჩაერთო 51 000-ზე მეტი ადამიანი. მკურნალობა დაასრულა 48 000-ზე მეტმა პირმა. უფრო დეტალურად: 2 წლის წინანდელმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში C ჰეპატიტით ინფიცირებული დაახლოებით 150 000 ადამიანია. ელიმინაციის პროგრამის დასახული მიზანია, 2020 წლისთვის მინიმუმ 135 000 ადამიანს (ანუ 90%-ს) ჰქონდეს მკურნალობის კურსი გავლილი. როგორც ლაგვილავას წერილშია მითითებული, პროგრამის დაწყებიდან 2018 წლის დეკემბრამდე სკრინინგის კომპონენტში 123 000-ზე მეტ პირს დაუდგინდა C ჰეპატიტის სავარაუდო არსებობა.

სწორედ ამ რიცხვით მანიპულირებს ჯანდაცვის მინისტრი, თუმცა სინამდვილეში ამ 123 000-დან განმეორებითი, ე.წ. კონფირმაციული კვლევა ჩაიტარა 75 400-მა პირმა, ხოლო მათ შორის დაავადება დაუდგინდა 64 200 პირს.

ამ 64 200-დან სრული დიაგნოსტიკური კვლევა ჩაიტარა 52 400-მა პირმა.

ამ 52 400-დან მკურნალობაში ჩაერთო 51000 და მკურნალობა დაასრულა 48000-მა პირმა“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ჭიაბერაშვილის განცხადებით, საინტერესოა, თუ 4 წლის განმავლობაში პოტენციურ დაავადებულთაგან მკურნალობა მხოლოდ 40%-მა გაიარა, როგორ მოხერხდება 2020 წლამდე დარჩენილი 70-75 000 პირის პროგრამაში ჩართვა და მკურნალობა.

“დღეს ეს უკვე შეუძლებელი ჩანს. მიზეზებზე ჯანდაცვის სამინისტრომ საჯაროდ უნდა ისაუბროს და საზოგადოებას C ჰეპატიტის ელიმინაციის განახლებული გეგმა უნდა წარუდგინოს. საგანგაშოა, რომ 15 000 ადამიანს ხელთ აქვს ანალიზის პასუხი, რომ აქვს C ჰეპატიტი და მკურნალობის პროცესში არაა ჩართული”, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განცხადა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის 2020 წელს შეწყვეტის რისკი არსებობს. მინისტრის ინფორმაციით, ელიმინაციის მიზნები 2020 წლამდეა გაწერილი, თუმცა მედიკამენტების მომწოდებელ ფარმაცევტულ კომპანიასთან უფრო ხანგრძლივი ხელშეკრულებაა დადებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო