ტოკიოში, კვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Japan 2019, ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, კვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Japan 2019, ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია ქართული ღვინის მწარმოებელმა 14-მა კომპანიამ წარადგინა.

კვების პროდუქტებისა და სასმელების 44-ე საერთაშორისო გამოფენა FOODEX JAPAN 2019 ტოკიოში 5-8 მარტს ტარდება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, აღნიშნულ გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიები 2015 წლიდან მონაწილეობენ. წლევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილია შემდეგი კომპანიები: „ვიტე ვერა“, „თელიანი ველი“, „კახური“, „მეღვინეობა ხარება“, „წინანდლის ძველი მარანი“, „მეღვინეობა შილდა“, „ბოლერო და კომპანია“, „თელავის ღვინის მარანი“, „ვაზისუბნის მამული“, „მეღვინეობა ჩელთი“, „მათრობელა ვაინსი“, „ბადაგონი“, „ჩიგოგიძე ვაინსი“ და „დუგლაძეების ღვინის კომპანია“.

სააგენტოში აცხადებენ, რომ Foodex Japan-ში მონაწილეობა იაპონიაში პროდუქციის პოპულარიზაციის, ბაზარზე შესვლის და დამკვიდრების, ასევე დისტრიბუტორი იაპონური კომპანიების მოძიების საუკეთესო გზას წარმოადგენს. FOODEX JAPAN 1976 წლიდან ტარდება და ის აზიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენად ითვლება.

ამასთან, გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის Red Bridge-ს ხელმძღვანელმა, ღვინის მაგისტრმა კენიჩი ოჰაშიმ ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია იაპონელი ღვინის პროფესიონალებისთვის გამართა. ღონისძიებას იაპონიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მაჭავარიანი და საელჩოს წარმომადგენელი დავით გოგინაშვილი დაესწრნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა