სოფო კილაძე „თიბისი ბანკის" საქმის შესახებ საგამოძიებო კომისიაზე - არ არის ისეთი სერიოზული არგუმენტები, რომ კომისიის შექმნაზე ვიფიქროთ

არ არის ისეთი სერიოზული არგუმენტები, რომ ჩვენ ვიფიქროთ საპარლამენტო კომისიის შექმნაზე, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ „თიბისი ბანკის" საქმის შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნის კომენტირებისას განაცხადა.

მან ზაზა სარალიძის საქმე გაიხსენა და განაცხადა, რომ ამ საქმეზე ნამდვილად იყო სერიოზული კითხვის ნიშნები საზოგადოების მხრიდანაც, თუმცა ხაზარაძის საქმეზე, მისი თქმით, ძალიან არასერიოზული ფაქტებია წამოწეული წინა ფლანგზე.

„მაგალითად წერილი, რომლის არც ასავალ-დასავალი ვიცით. უბრალოდ ვიცით ერთადერთი, რაც არის ფარატინა ფურცელი, ასლი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეიძლებოდა დაეწერა და ამაზე საგამოძიებო კომისიის შექმნა ვფიქრობ, რომ არის ძალიან სუსტი არგუმენტი ოპოზიციის მხრიდან. ამიტომ ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიებას“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს