არსებული ინფორმაციით, „ქართულ ოცნებაში“ ახალი სახეების შესარჩევად პარტიამ კერძო კომპანია დაიქირავა

“ქართული ოცნება“ პარტიაში ახალი წევრებისა და სახეების მოზიდვაზე მუშაობს. “ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სახელისუფლო პარტიაში რეკრუტირების პროცესი დაწყებულია - პარტიის ლიდერებმა, მათ შორის დეპუტატებმა უკვე მიიღეს დავალება, რეკომენდაცია გაუწიონ კვალიფიციურ ადამიანებს, რომელთაც პარტიულ საქმიანობაში ჩართვის სურვილი ექნებათ.

ასევე მითითება მიეცა პარტიის საქალაქო და რაიონულ ორგანიზაციებს, ასეთ კადრებს პარტიასთან თანამშრომლობა შესთავაზონ.

“ამას პარტიის ყველა რაიონული ორგანიზაცია ახორციელებს. ახალ, ძლიერ, პატიოსან და კვალიფიციურ კადრებს პარტია თანამშრომლობას სთავაზობს. პარტია ასეთი ხალხის მოზიდვაზე გასულ წელსაც მუშაობდა. ბუნებრივია, შეთავაზებას ბევრი არ მიიღებს, რადგან ამ უმადური საქმის კეთების სურვილი ყველას არა აქვს, თუმცა ზოგი ჩაერთვება“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ საპარლამენტო უმრავლესობიდან.

როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, “ქართულ ოცნებაში“ ახალი წევრების მოზიდვის საქმე პარტიის გენერალურ მდივან კახი კალაძეს აქვს ჩაბარებული.

ამასთან, არაოფიციალური ინფორმაციით, „ქართულ ოცნებას“ ახალი სახეების შესარჩევად კერძო კომპანია ჰყავს დაქირავებული.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს