ნიკა მელია - „ქართული ოცნება“ არც კი მალავს, რომ მისთვის მტკიცებულება მტკიცებულებას არ წარმოადგენს

„ქართული ოცნება“ არც კი მალავს, რომ მისთვის მტკიცებულება მტკიცებულებას არ წარმოადგენს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, არასერიოზული არის ის, რასაც უმრავლესობის წევრები ამბობენ და თავადაც იციან ეს, უბრალოდ სხვა სათქმელი არ აქვთ.

„მე ვფიქრობ, რომ მთავარი დიაგნოზი არის უკვე დასმული. ხელისუფლება ხალხის თვალში გამოჩნდა გატუტუცებული და კადნიერი, ყველაზე მსხვილ ბიზნესმენს ქვეყანაში აძალებდა, რომ განაცხადე წერილობით, თითქოს, თუ გაიმარჯვა გრიგოლ ვაშაძემ არჩევნებში, ის შენ დაგარეკეტებს. სინამდვილეში, თავად ეს ხელისუფლება არეკეტებს მამუკა ხაზარაძეს. მე ვფიქრობ, ყველაზე კარგი მსაჯული არის საზოგადოება და საზოგადოებამ უკვე სწორი დასკვნები გააკეთა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში“, - განაცხადა მელიამ.

ნიკა მელია მიიჩნევს, რომ „თიბისი ბანკის“ საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა უალტერნატივოა და ის აუცილებლად უნდა შეიქმნას.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს